გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პოლიციამ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 37 პირი

19-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 37 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს“, - აცხადებენ შსს-ში.