გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

20-08-2025

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ.


„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.


ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა.


ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს.


სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო.


ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.


შეგახსენებთ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე.