გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

20-08-2025

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი" დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, 807 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი და 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატი გამოავლინეს.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7 856 ლარი შეადგინა.


სამართალდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმდა.


საქმის მასალები (ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართ) შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.