გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

21-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას მიმდებარედ, არალიცენზირებულ ტერიტორიაზე, მოქალაქე ინერტული მასალის უკანონო მოპოვებას სპეციალური ტექნიკის, ექსკავატორის საშუალებით ახდენდა.


სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 91 134 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში და სპეციალური სამსხვრევი დანადგარით, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის უკანონო გადამუშავებასაც ახდენდა.


სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 1 367 210 ლარია.  


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შსს-ს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.


„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა  და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ  მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით,   დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ და ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ.  პარალელურად, 2025 წლის ივნისიდან დეპარტამენტს დაემატა წიაღის ლიცენზიის პირობების კონტროლიც, რა დროსაც ასევე მოხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.