გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

“თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

22-11-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება იქნება ნიადაგის მომზადება ხელისუფლებაში მათ დასაბრუნებლად,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

გიორგი მოსიაშვილი 2007-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქმედ, ძველ ოპოზიციონერებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

 

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო” ხელისუფლების სათავეში იმ ადამიანების დაბრუნებას არ დაუშვებს, ვინც ადამიანების უფლებებს ფეხქვეშ თელავდა და განსხვავებულ აზრს დევნიდა.

 

„ვიცით, რომ პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს, მაგრამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატის გამარჯვება იქნება ნიადაგის მომზადება ხელისუფლებაში მათ დასაბრუნებლად. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს და საზოგადოებასაც მოვუწოდებთ, გააკეთოს გიონივრული არჩევანი” ,- განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა.

 

„თავისუფალი საქართველოს” დამფუძნებელი აცხადებს, რომ პარტიის ლიდერ კახა კუკავასთან ერთად ამ პოზიციას პარტიის სხვა წევრებიც იზიარებენ.