გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძე: პრემიერის ინიციატივით დაწყებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სასარგებლოა როგორც, ახალგაზრდებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის – ის საჯარო სექტორში ახალი კადრების, ახალგაზრდების მოზიდვის, მათი დასაქმების შესაძლებლობას გვაძლევს

21-08-2025

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით წელსაც გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში. შესაბამისად, ახალგაზრდებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, გამოცდილებისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული გახლავთ უმაღლესი სტანდარტის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სასარგებლოა როგორც, ახალგაზრდებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ეს არის მართლაც შესანიშნავი გზა საჯარო სექტორში ახალი კადრების, ახალგაზრდების მოზიდვისა და მათი დასაქმებისთვის,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მინისტრის თქმით, წელს პროგრამის ფარგლებში 3000-მდე ახალგაზრდას ექნება საჯარო სექტორში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

 

„მოგეხსენებათ, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რამაც შესაძლებელი გახადა საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირება კონკრეტული ვადით.

 

მიმდინარე წელს სტაჟირების პროგრამა გამოცხადდება 3000-მდე ადგილზე და ის მოიცავს როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში სტაჟირების შესაძლებლობასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდების ადგილობრივ  სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება მუნიციპალიტეტის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

 

გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან აქტიური ჩართულობა იქნება ახალგაზრდების მხრიდან, რადგან პროგრამა, სასწავლო პროცესის პარალელურად, მათ ცოდნის რეალიზაციისა და თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს.

 

აღნიშნული ინიციატივა ცალსახად ორიენტირებულია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაზე და, რა თქმა უნდა, საჯარო სექტორში ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე. ყველას ვურჩევ, მიიღონ მონაწილეობა, რადგან კარიერული წინსვლა სწორედ სტაჟირების პროცესიდან იწყება.“