გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია

22-08-2025

ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს.


საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.


სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.


ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს. ცენტრის გამოკვლევით საქართველოს სახელმწიფო სექტორი კეთილსინდისირების რეიტინგით მსოფლიოში 29-ე ადგილზეა, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით 19-ე პოზიციაზე.