გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გურია 23-24 აგვისტოს გემო ფესტს მასპინძლობს

22-08-2025

გურია გემო ფესტის მასპინძლობისთვის მზადაა. ბოლო სამუშაოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და მისმა მოადგილემ  თამაზ იორაშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან  გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად შეკვეთილში დაათვალიერეს.


გემო ფესტი გურიაში პირველად ტარდება, ფესტივალი 23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება.


ფესტივალში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან 13 მზარეული მონაწილეობს.


გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.


მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება.