გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გმირ მეხანძრ-მაშველს ზურაბმუზაშვილს 48 წელი შეუსრულდებოდა

24-08-2025

23 აგვისტო გმირი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაბადების დღეა. მას 48 წელი შეუსრულდებოდა.


ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, თანასოფლელებმა. სოფლის ცენტრში მდებარე მემორიალი და მისი საფლავი გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2015 წლის 13 ივნისის ღამე, სამაშველო ოპერაციის დრო, როდესაც ზურაბმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადაარჩინა, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიღუპა.

 

ზურაბი ჩვენი დროის გმირია, მან არა მარტო სამსახურებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა არამედ წმინდა ადამიანური მოვალეობაც. ის საამაყო და მისაბაძი პიროვნებაa.


ზურაბ მუზაშვილი მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - "სამოქალაქო თავდადებისთვის".