გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძე: გილოცავთ მიღწეულ წარმატებას – საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

26-08-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

 

 „თითოეულს გილოცავთ მიღწეულ წარმატებას – მართლაც საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სულ რამდენიმე კვირაში უკვე ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაიწყებთ. 

 

ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მშვიდობითა და ღირსებით ძლიერი სახელმწიფოს შენება და სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროთ“ –  განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მინისტრმა სტუდენტთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 11 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა საგრანტო დაფინანსება, რაც მათი შრომის, პედაგოგებისა და ოჯახის ძალისხმევის დაფასების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

 

„უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. ამის დასტურია სხვადასხვა ინიციატივ, რომლებსაც ვახორციელებთ, მათ შორის, სოციალური პროგრამა. მოგეხსენებათ, ყოველ წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაერთი სტუდენტი. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი ოჯახის  წარმომადგენლები,   მრავალშვილიანი  – 4 და მეტი შვილი – ოჯახის წევრები, მაღალმთიან რეგიონებსა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები და სხვა. ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თაობებისადმი და მათი ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას“ – აღნიშნა მინისტრმა.

 

2025 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს. სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 11 600-ზე მეტმა  გამოსაცდელმა.