გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კასპის მაღალმთიან სოფელ გომიჯვარში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26-08-2025

კასპის მუნიციპალიტეტის წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელ გომიჯვარში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მშენებლებთან და მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

 

1 048 გრძივი მეტრი გზის აღდგენის პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ დაფინანსდა.

 

„სოფელ გომიჯვართან მისასვლელი გზა რთული რელიეფისაა, ამასთან ამორტიზებული იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. გზაზე ასფალტბეტონის საფარი დღემდე არ ყოფილა, პროექტის განხორციელების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“ -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.