გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა, არსებობს სამშვიდობო წინადადება

27-08-2025

პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა, მაგიდაზე დევს სამშვიდობო წინადადება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, „ფოქს ნიუსთან” განაცხადა.


უიტკოფი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა „კეთილსინდისიერი ძალისხმევა“ გასწია, როდესაც ალასკას სამიტზე ჩავიდა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ძალზე რთული მოსაგვარებელია.


„ვფიქრობ, პუტინმა კეთილსინდისიერი ძალისხმევა გასწია ჩართულობისთვის. მან ნამდვილად გააკეთა ეს ალასკას სამიტზე. თუმცა ეს ძალიან რთული კონფლიქტია. პრეზიდენტი [ტრამპი] მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის დასრულებას. მან უდიდესი სამუშაო გასწია შვიდი სხვადასხვა კონფლიქტის მოსაგვარებლად, რადგან მას მთელი გულით სურს, რომ ადამიანების ხოცვა დასრულდეს. ვიმედოვნებ, როდესაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის თვალსაზრისით შეფასების დრო მოვა, ფართოდ იქნება აღიარებული მის მიერ გაწეული სამსახური,“ - განაცხადა სტივ უიტკოფმა.