გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შეხვდა

27-08-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა.

 

მინისტრმა ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებაზე გაამახვილა ყურადღება და შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებთან და სტუდენტებთან რეგულარულად გაიმართება, რადგან სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

,,აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს, რადგან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათი მოსაზრებებისა და იდეების გაზიარება. ჩვენ ყოველთვის ახალგაზრდებთან ერთად განვიხილავთ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, რადგან ხვალინდელი დღე სწორედ მათ ეკუთვით.

 

მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები ასე აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, დღეს მათან მოვისმინეთ ძალიან ჯანსაღი და, რაც მთავარია, ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებაში როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებისგან სტუდენტების საჭიროებების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და ახალგაზრდების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.