გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯეი დი ვენსი: როდესაც ბაიდენი თანამდებობაზე იყო, ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოდიოდა და მილიარდობით დოლარით ბრუნდებოდა უკან

28-08-2025

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინის მხარისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ურთიერთობაში მის შეშფოთებას ყველაზე მეტად ყოველთვის არა იმდენად უკრაინელები, არამედ ამერიკული მხარე, განსაკუთრებით ჯო ბაიდენის დემოკრატიული ადმინისტრაცია იწვევდა.


ვენსის თქმით, როდესაც ბაიდენი თანამდებობაზე იყო, ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოდიოდა და მილიარდობით დოლარით ბრუნდებოდა უკან: "რაიმე რეალური მიზნის, რეალური დიპლომატიის, რეალური გაგების გარეშე, თუ რის ყიდვას ვაპირებდით ამ 100 მილიარდი დოლარით" - თქვა ვენსმა.

ჯეი დი ვენსის თქმით, ის უფრო აღიზიანებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ომის დასრულების გეგმა არ ჰქონდა, ვიდრე ის, რომ ზელენსკი ვაშინგტონს სთხოვდა დახმარებას.


"უკრაინა უცნაურ ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაცია ფულს ყრიდა პრობლემის გადაჭრის რეალური გეგმის გარეშე", - განუცხადა USA Today-ს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა.