გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

28-08-2025

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინსპექტორს და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა „ZUMERRET"-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 27 აგვისტოს დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღნიშნული თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია.


დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით,) და 200-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.