გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ანა წითლიძე: თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ „რვიანს“, რომლის შექმნის მთავარი არსი ლაკას ერთდღიანი შიმშილობის „გაპრავება“ იყო - იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადია

28-08-2025

„თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ „რვიანს“, რომლის შექმნის მთავარი არსი: რამენაირად ლაკას ერთდღიანი შიმშილობის „გაპრავება“ იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.


„ბოდიში, მე პირდაპირ ვიტყვი ჩემთვის, თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ „რვიანს“ რომელიც შექმნის მთავარი არსი: რამენაირად ლაკას ერთდღიანი შიმშილობის „გაპრავება“ იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა (სხვათაშორის, ლაკას დამსახურებით) - დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო. (ნუ, მთლად ამ ფორმით არ ველოდი) ჩერგოსთან არანაირი კითხვა არ მაქვს და ლაკამ რაო?“, - წერს ანა წითლიძე.