გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებმა მადლობის წერილები მიიღეს

29-08-2025

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები პერიოდულად სტუმრობენ იმ წვევამდელების ოჯახებს, რომლებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით რეგისტრირდებიან. ამჯერად, სააგენტოს სამხედრო მოსამსახურეები ქუთაისში, თერჯოლასა და ბაღდათში მცხოვრებ წვევამდელთა მშობლებს შეხვდნენ და მათი შვილების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის წერილები გადასცეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ.

ამ ეტაპზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ წვევამდელები, რომლებიც საკუთარი ნებით დარეგისტრირდნენ. მათ ხელფასზე 30%-იანი დანამატი დაერიცხებათ.


თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. ახალი კოდექსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით 6, 8 ან 11-თვიანი ვადით იმსახურონ. წვევამდელების აღრიცხვიანობას, რეკრუტირებასა და გაწვევის ღონისძიებებს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.