გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის წერილის პათოსს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, ჩვენი გზავნილი ყველასათვის ცნობილია, გვინდა, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის

1-09-2025

მე პრეზიდენტის წერილის პათოსს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, ჩვენი გზავნილი ყველასათვის ცნობილია, ჩვენ გვინდა, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, თუ „დიფ სთეითი" არ იმძლავრებს, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას.


„ჩვენთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის, გასაკვირია ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს სხვა რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ვიტოვებთ იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება. თუ „დიფ სთეითი" არ იმძლავრებს, ვფიქრობ, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას,"- განაცხადა პრემიერმა.