გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა

1-09-2025

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.


„რაც შეეხება ენჯეოებს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ეს აღიარა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამაც, USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულები კონკრეტული ორგანიზაციები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში. დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - განაცხადა პრემიერმა.