გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხატია მოისწრაფიშვილი: სახელმწიფოს შპს „ოჯითისთვის“ საბიუჯეტო დავალიანება არ უპატიებია

22-11-2018

“სახელმწიფოს არც ერთი თეთრი საბიუჯეტო დავალიანებიდან არ უპატიებია შპს „ოჯითისთვის“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, კომპანია ოჯთ-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი 52-მილიონიანი დავალიანების მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი.


შემოსავლების სამსახურმა წარმოების ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, კომპანიის ანგარიშს მოუხსნა ინკასო, ყადაღა მოეხსნა საბრუნავ საშუალებებს, ასევე, ოჯთ-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.


„გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურმა კომპანიას შესთავაზა წარმოედგინათ ვალის მომსახურების გრაფიკის თაობაზე გონივრული წინადადებების პაკეტი.


აღნიშნული შეთავაზების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურმა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მიიღო აბსურდული და ყოვლად მიუღებელი წინადადებები“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.