გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ჩვენი სურვილია ბევრი დიდი ღონისძიება გადმოვიტანოთ საქართველოში -Viva Weddings

2-09-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს.  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ  კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.


ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს  „Viva Weddings“-ის წარმომადგენელი არუნ ბაბლანი.


„ვფიქრობ, საქართველო საუკეთესო დანიშნულების ადგილია ქორწილებისთვის. აქ იდეალური ერწყმის ერთმანეთს კულტურა, ტრადიციები და კერძები.  თან პირდაპირი ავიარეისებიც გვაქვს.  ჩვენ, როგორც საქორწილო მიმართულებების ორგანიზატორებს, ძალიან მოგვწონს ქართული სასტუმროები. აქ ყველაფერი ბუნებაზეა ორიენტირებული. მოუთმენლად ველით, რომ ბევრი ქორწილი ჩატარდეს საქართველოში, ბათუმში, კახეთში, სხვა ადგილებში.  ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს  საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ჩვენი სურვილია ბევრი ღონისძიება  გადმოვიტანოთ საქართველოში მომდევნო წლებში“,-აცხადებს  არუნ ბაბლანი.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.