გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 96 ფაქტი გამოავლინეს

8-09-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 96 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 29 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა  2 მილიონ ლარზე მეტია.


რაც შეეხება აგვისტოს, 2025 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გამოვლენილია ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 11 ფაქტი. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 3 ფაქტი შეიცავს.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

                       

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა  და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით,   დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.