გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

9-09-2025

სამართალდარღვევებიდან 46 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.   ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 158 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.


ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების  46 ფაქტიდან 1  სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 - სამცხე-ჯავახეთის, 13- გურიის,  7 - ქვემო ქართლის, 10- კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5- შიდა ქართლის   და 2 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.


ასევე, აგვისტოს თვეში, სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 ფაქტია გამოვლენილი; აქედან, 1- სამცხე-ჯავახეთის, 1 - ქვემო ქართლის, 5 - შიდა ქართლის, ხოლო 1- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ. 


აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს თვეში,  ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1093  კუბური მეტრი შეადგინა.


ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის  იანვრის თვიდან დღემდე,  ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების  54  ფაქტი.