გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

9-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.


დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან, 1990 წელს დაბადებული დ.ზ. და 1993 წელს დაბადებული გ.ზ.


სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ გამზადებული „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.