გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გომბორში სსიპ თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა

9-09-2025

სსიპ თავდაცვის მოხალისის ორგანიზებით, გომბორში „თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების“ პირველი კურსი დასრულდა. ღონისძიებას  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სსიპ თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს  სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

 

რვადღიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 25-მა მოხალისემ დაასრულა. მათ გაიარეს საცეცხლე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, შეისწავლეს კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება, გაეცნენ საინფორმაციო ოპერაციებს, სამხედრო ტოპოგრაფიას  და ლოჯისტიკის მართვას. სწავლებას თავდაცვის ძალების კვალიფიციური ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ.

 

ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. სსიპ თავდაცვის მოხალისის მომზადების პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ძირითად, საბაზისო და სამეთაურო მომზადებას. მისი მიზანია მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვის მოხალისეობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი თავდაცვის ძალებთან თავსებადობის გაზრდა.