გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

The Guardian: ევროკავშირის ხუთ უდიდეს სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ აშშ-თან დადებული გარიგებით საკუთარი მოქალაქეები გაყიდა

9-09-2025

The Guardian-ის ცნობით, ევროკავშირის ხუთ უდიდეს სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ საკუთარი მოქალაქეები გაყიდა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონის დაწესებულ ტარიფებს დათანხმდა.


გამოკითხულ რესპონდენტთა 52% ივლისში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ მიღწეულ შეთანხმებას „დამამცირებლად“ აღიქვამს.


შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირმა ამერიკას სამრეწველო საქონელზე დაწესებული ყველა ტარიფი უნდა გაუუქმოს, თუმცა თავად 15-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდა.