გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უკრაინის შესახებ კაია კალასის სიტყვით გამოსვლას მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი დაესწრო

9-09-2025

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.


როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, კალასმა საუბარი თითქმის ცარიელ დარბაზში დაიწყო. მის სიტყვას, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეხებოდა, მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი უსმენდა.


კალასის თქმით, საერთაშორისო ძალისხმევა ომის დასასრულებლად ბოლო თვეებში გაძლიერდა, თუმცა, რუსეთის პასუხი უფრო მეტი აგრესიაა. მან ასევე ისაუბრა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროიდან - 2022 წლიდან უკრაინისთვის რომ გაწეულ დახმარებაზე, რომელიც, კალასის თქმით 169 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლიდანაც 63 მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.


„წელს კი, წევრი სახელმწიფოები გამოყოფენ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე - 25 მილიარდ ევროს. ახლა მათ ასევე მიაწოდეს საბრძოლო მასალის 80% ჩვენი მიზნიდან, რომელიც 2 მილიონი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ოქტომბრისთვის ჩვენი მიზანია 100%-ით უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა, საკუთარი მოქალაქეების დაცვა და უპასუხოს აგრესიას“, - აღნიშნა კაია კალასმა.