10-09-2025
2025 წლის 1 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 25.6 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებამ 31.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას რაოდენობა 12%-ით (2.7 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 19%-ით (5.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (22.0 ათასი ტონა), უკრაინა (2.4 ათასი ტონა), სომხეთი (637 ტონა), ბელორუსია (394 ტონა), ლატვია (158 ტონა), მოლდოვა (40 ტონა), ყაზახეთი (18 ტონა) და პოლონეთი (18 ტონა).