გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

10-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა  და ახალგაზრდობის  მინისტრმა გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

 

მინისტრმა დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის  საჯარო სკოლების თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლის თანამშრომლებს განახლებულ გარემოში წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

 

,,სულ რაღაც ერთ კვირაში საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება -  ლელიანისა და სამრეკლოს საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები განახლებულ საგანმანათლებლო სივრცეში შეაბიჯებენ.

 

ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავია მოზარდებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული გარემოს შექმნა, რათა სასწავლო პროცესი მაღალი სტანდარტით წარიმართოს.

 

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ძალიან დიდი ინვესტიცია იდება, ეს არის პრემიერ-მინისტრის დაპირების შესრულების თვალსაჩინო მაგალითი. ჩვენ ახალი სასწავლო წლისთვის 50-ზე მეტ რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ სკოლას გავხსნით," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

სოფელ სამრეკლოსა და სოფელ ლელიანის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.

 

ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა.

 

სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – მოწყობილია ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებულია სველი წერტილები.