გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Crowne Plaza Borjomi: ზაფხულის სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო და ძალიან კმაყოფილები ვართ, ჯგუფური ჯავშნებიდან ჭარბობდა ევროპა

10-09-2025

ბორჯომში მდებარე Crowne Plaza Borjomi-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელის ნინო ხაჩიძის განცხადებით, ზაფხულის ტურისტული სეზონი სასტუმროსთვის წარმატებული გამოდგა, სტუმრების რაოდენობა გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან. სასტუმრო შევსებულია ბორჯომში გემო ფესტის პერიოდში.


„ზაფხულის სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო და ძალიან კმაყოფილები ვართ, საკმაოდ პოზიტიური სეზონი გვაქვს, ჯგუფური ჯავშნებიდან ჭარბობდა ევროპა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი, გვყავდა დიდი ჯგუფები გერმანიიდან, ავსტრიიდან.  ახალი ტურისტული ბაზრებიდან სტუმრები გვყავდნენ: ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან, ტაილანდიდან. რა თქმა უნდა ადგილობრივების დაინტერესებაც დიდია.


გემო ფესტის ფარგლებში დიდი მოთხოვნაა, სასტუმრო თითქმის სრულად არის დატვირთული. შემოდგომაზე ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მივიღეთ ბევრი ჯავშანი“,-აცხადებს ნინო ხაჩიძე.