გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კონგრესმენი სტივ კოენი: სამწუხაროა, რომ სენატი არ მიიღებს „მეგობარი აქტს“, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი „ჩაკვლა“, გასაოცარია, რომ ეს მოხდა

11-09-2025

სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება,- ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.


„„ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა. ტელევიზორით ვხედავ ათასობით ადამიანს ქუჩაში, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ და ეს გაძლევს საშუალებას, გაიაზრო თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია და ეს მნიშვნელოვანია ამერიკაშიც… რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ ბატონი ივანიშვილის სახით. ასე რომ, უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან.


სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს”, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს აშენებს. ბატონი უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი „ჩაკვლა“. გასაოცარია, რომ ეს მოხდა. რატომ მოხდა, არ მესმის“, – აღნიშნა კოენმა.