გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

EBS Korea საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს

11-09-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.


მედიის წარმომადგენლები  გადაცემისთვის World Theme Travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთ დოკუმენტ ფილმს ამზადებენ.  


EBS Korea-ს წარმომადგენლები თბილისის ტურისტულ ადგილებს, კახეთში რთველს, სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ტბას, იმერეთში ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმეს, სამეგრელოში მარტვილის კანიონს,  სვანეთში მესტიას, უშგულს, ქორულდის ტბას, ჭალაათის მყინვარს, შდუგრას ჩანჩქერს, შხარას,  მცხეთა-მთიანეთში სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობასა და გერგეტის სამებას გადაიღებენ. ტურის მონაწილეები გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტრადიციებს. 


EBS Korea-ის დოკუმენტური ფილმების რედაქციას Youtube-ზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.