გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან - როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის" აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია

11-09-2025

პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის" აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თავად ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.


„რაც შეეხება ჩინეთს, პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის" აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია. თვითონ ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ის განცხადებები, რასაც აკეთებენ როგორც ქართული, ასევე „დიფ სთეითის" კონკრეტული აგენტები", - განაცხადა პრემიერმა.