გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია მერობის კანდიდატად ორმა პარტიამ ერთად, ესენი არ არიან პარტიები, ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავით

11-09-2025

არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია მერობის კანდიდატად ორმა პარტიამ ერთად, ესენი არ არიან პარტიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა.


„ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები, პარტიებიც კი არ არიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურებიც კი არ აქვთ, აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ის, რომ მერობის კანდიდატი ერთი კაციც ვერ შეარჩიეს. არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია ორმა პარტიამ ერთად. ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა და ამის გამოხატულებაა ის, რომ 28 შემთხვევაში ორმა პარტიამ ერთად ერთი კანდიდატიც კი ვერ იპოვა", - განაცხადა პრემიერმა.