გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

11-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

 

სხდომის მონაწილეებმა ქვეყნის მასშტაბით საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მიზნით, საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, ღონისძიებებში უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ჩართულობა და იუბილეს ჩატარების ვადები განიხილეს.

 

გივი მიქანაძის განცხადებით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საიუბილეო თარიღი თავისი მნიშვნელობით გრანდიოზულ აღნიშვნას იმსახურებს და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი წრეების მხრიდან ინტერესი დიდია.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, სპეციალური კომისია სწორედ იუბილეს აღსანიშნავად  დამტკიცდა და მას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ხელმძღვანელობს.

 

კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, საპატრიარქოს, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორიცაა მეცნიერების ისტორიული როლის წარმოჩენა, გამორჩეული მეცნიერების წარდგენა, დაფასება, ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის გაზრდა, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერება.