გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს" სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში

12-09-2025

როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება, ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ „დიფ სთეითს", მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეების მხრიდან კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ცინიკურ განცხადებებსა და აღნიშნულ საქმეზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებას შეეხებოდა.


მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი დანიშნული არ არის და გარკვეული კუთხით ბუნდოვანებაა საელჩოში.


„ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში საელჩო. დღეს, ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს" სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში,"- განაცხადა პრემიერმა.