გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 7 პირი

14-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს


ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.


„ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული თ.ჟ., 1977 წელს დაბადებული გ.ზ., 1987 წელს დაბადებული ვ.ა., 1970 წელს დაბადებული კ. ბ. და წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული პ. კ., 1977 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული გ.გ.


სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები და პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტებზე მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.