გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პროკურატურა: ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული

14-09-2025

საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.


„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა.


ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად „IPhone“-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.


რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.