გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებით მიიქციოს ყურადღება, აამღვრიოს ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ, მიზერამდეა დასული საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერისა და ნდობის ხარისხი

15-09-2025

ცდილობენ, პროვოკაციებით მიიქციონ ყურადღება, აამღვრიონ ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამასაც ვერ მიაღწევენ იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზერამდეა დასული საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერის და ნდობის ხარისხი.


„ერთი რამ არის მთავარი, რომ ამ სცენარსაც სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი რეალიზებისათვის, რაც სჭირდება არჩევნების მოგებას. აქაც არის საჭირო ხალხის მხარდაჭერა. ისინი მიდიან პროვოკაციებზე, რა თქმა უნდა, რაც ხდებოდა ვაშინგტონში, ეს იყო პროვოკაცია და პროვოკაციის გარდა, ეს იყო ღალატის ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე ვიხილეთ პროვოკაციები თბილისში ჩვენს საარჩევნო შტაბთან, ეს არის სისუსტის გამოძახილი იმ პირობებში, როდესაც ისინი ხედავენ, რომ არათუ საზოგადოების მხარდაჭერა, აგებენ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ცდილობენ, პროვოკაციებით მიიქციონ ყურადღება, აამღვრიონ ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამასაც ვერ მიაღწევენ იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია. სისუსტეში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ მიზერამდეა დასული საზოგადოებაში მათ მიმართ მხარდაჭერის და ნდობის ხარისხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.