გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: კარგია, რომ დღის წესრიგში აღარ არის მეგობარი აქტი, ეს იყო ჩვეულებრივი მტრული აქტი, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწოფოს წინააღმდეგ

15-09-2025

თავისთავად კარგია, რომ დღის წესრიგში აღარ არის მეგობარი აქტი. ეს იყო ჩვეულებრივი მტრული აქტი, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწოფოს წინააღმდეგ. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველოს სურს, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გააახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, ამას წინ ვერაფერი დაუდგება.


„თავისთავად კარგია, რომ დღის წესრიგში აღარ არის მეგობარი აქტი. ეს იყო ჩვეულებრივი მტრული აქტი, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწოფოს წინააღმდეგ. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი პოლიტიკა და პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი - ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, ამას წინ ვერაფერი დაუდგება", - განაცხადა პრემიერმა.