გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პრემიერი: საპარლამენტო არჩევნების დროს თავს ესხმოდა რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, მოიხსენიებდნენ შეურაცხმყოფელი ტერმინებით, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა მათ საქართველოში ჩამოსვლაზე ვერავის გაუკვირდება

15-09-2025

მე თავიდანვე აღვნიშნე ჩემს განცხადებაში, რომ ეუთო/ოდირისთვის ეს დაკვირვება იქნებოდა სერიოზული გამოწვევა, საპარლამენტო არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, მოიხსენიებდნენ მისიას შეურაცხმყოფელი ტერმინებით, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან ეუთო/ოდირის მისიაზე და ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.


„ყველას გვახსოვს, რა რეჟიმში უწევდა მუშაობა ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების დროს. პრაქტიკულად, ჩაკეტეს ოთახში, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. გახსოვთ, რომ პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი ტერმინებითაც მოიხსენიებდნენ ეუთო/ოდირის მისიას, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერავის გაუკვირდება,"- განაცხადა პრემიერმა.