გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ტეიფუნ აკდემირი: წესები, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი აწესებს, მხოლოდ და მხოლოდ მის პირად და მემარცხენე, ლიბერალურ ინტერესებს ემსახურება

15-09-2025

წესები, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი აწესებს, მხოლოდ და მხოლოდ მის პირად და მემარცხენე, ლიბერალურ ინტერესებს ემსახურება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ AfD-ს წევრმა, ტეიფუნ აკდემირმა საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ რადიკალი ლიბერალების წახალისებასა და მხარდაჭერაზე საუბრისას.


„წესები, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი აწესებს, მხოლოდ და მხოლოდ მის პირად და მემარცხენე, ლიბერალურ ინტერესებს ემსახურება. ეს ვიხილეთ რუმინეთში, სადაც ჯერ არჩევნების შედეგები და მერე საერთოდ არჩევნები გააუქმეს ხალხს.


იგივე ემუქრებოდა საქართველოს, მაგრამ საქართველო ძლიერი სახელმწიფოა, აქვს დიდი ისტორია და ჩვენ გვსურს, რომ იყოს ასევე ევროპის ძლიერი პარტნიორი ისე, რომ ლიბერალურ დღის წესრიგს არ დაემორჩილოს“, - აღნიშნა ტეიფუნ აკდემირმა.