გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სენაკში, ბიზნესოპერატორთან კრიტიკული შეუსაბამობები მეორედ გამოვლინდა

15-09-2025

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჯგუფური დაავადების და 1 ლაბორატორიულად დადასტურებული სალმონელოზის შესახებ. შემთხვევა უკავშირდება ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ლესიჭინეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას; სუფრაზე არსებული საკვები მომზადებული იყო ქ. სენაკში, კაფე-რესტორან „კოლხეთში" (რუსთაველის გამზირი N176).


ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან: ი/მ თეა სილაგავა, მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის N176. საფირმო სახელწოდება რესტორანი ,,კოლხეთი".


არაგეგმური ინსპექტირებისას, სამზარეულოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც მიმდინარე წელს უკვე მეორე შემთხვევაა. მარტში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს შეჩერებული ჰქონდა საწარმოო პროცესი, რომელიც გამოსწორების შემდეგ აღუდგა. მეორედ გამოვლენილი დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა გაიზარდა - ი/მ თეა სილაგავა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.


ბიზნესოპერატორს დაევალა რეცხვა-დეზინფექციისა და დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ასევე სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი.