გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

15-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ელენე ხოშტარია დააკავეს.


გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - ნათქვამია განცხადებაში.