გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამარ მახარაშვილმა სოფელ მაშავერასა და ჭაპალას საჯარო სკოლები გახსნა

15-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყების დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

 

მინისტრის მოადგილემ დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელ ჭაპალასა და მაშავერას სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებებით სავსე დღეები უსურვა.

 

ორივე სკოლის შენობა სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახები და ექიმის კაბინეტები. ამასთან, სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.

 

სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ 700 ათას ლარამდეა.

 

სოფელ ჭაპალას საჯარო სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ 300 ათას ლარამდეა.

 

საჯარო სკოლების გახსნის ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.