გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბათუმში გადაუღებელი წვიმის შედეგად ქუჩები და სახლები დაიტბორა

23-11-2018

აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში გადაუღებელი წვიმის შედეგად, ქალაქის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

სტიქიის შედეგად საცხოვრებელ სახლებში ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები დაზიანდა. პრობლემები ძირითადად ე.წ. ჭაობის დასახლებას შეექმნა. ამოტუმბვითი სამუშაოები გვიანობამდე გაგრძელდა, გაწმენდილია ქუჩებიც.

„მობილიზებული გვყავს ტექნიკა. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. ე.წ. ჭაობის დასახლების დატბორვის მიზეზი ძირითადად არის ის, რომ ეს ადგილი არის ქალაქის ყველაზე დაბალი ადგილი“, - განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.