გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: საქმის კონკრეტულმა ფიგურანტმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში შემოტანილი იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა

15-09-2025

საქმის კონკრეტულმა ფიგურანტმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში შემოტანილი იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან შემოტანის საქმეს ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან დასანანი.


„ზოგადად, ასეთი უხეში დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დასანანი, თუმცა ეს რა მოსატანია, როდესაც ჩვენ ვისმენდით უკრაინელი მაღალჩინოსნების პირდაპირ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურდათ საქართველოში ეხილათ მეორე ფრონტი. ეს დამოკიდებულება არის დასანანი. ჩვენ ვრჩებით უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაშია შექმნილი", - განაცხადა პრემიერმა.