გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, იმისათვის, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა

15-09-2025

ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, იმისათვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალიზმის გაღვივების ყველა მცდელობა დაკავშირებულია უცხოურ სპეცსამსახურებთან, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.


„ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, იმისათვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა. თქვენ ხედავთ, ადამიანებს უმახინჯნებენ სულს, ადამიანებს უმახინჯებენ სახეს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავებული საქართველოში ადამიანების სხვა მიმართულებით, არასწორი მიმართულებით განვითარებით. თქვენ ნახეთ ქართველი ლიბერალები და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი მაგალითად ამერიკელ ლიბერალებს, ზუსტად ერთი და იგივე სახეები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნიშნით გამოირჩევიან ისინი, რომ მათ ჯიში აქვთ დაკარგული. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ყველანაირად უნდა აღვუდგეთ წინ ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.