გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და ჩართულები არიან იმ პროცესებში, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში

15-09-2025

კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ასეთ პროცესებში, არის ძალიან სამწუხარო და აზიანებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში.


„გახსოვთ, 100 წლის წინ როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები და ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში. თქვენ იცით, რომ თავის დროზე ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი", რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა და, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროცესებისგან. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული მსგავს პროცესებში, არის ძალიან სამწუხარო. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, რომელსაც ყველა წინ უნდა აღვუდგეთ,"- განაცხადა პრემიერმა.