გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: „სამთავრობო ქალაქის" მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას და კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას

15-09-2025

„სამთავრობო ქალაქის" მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას.


„ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომლის პრეზენტაცია გაიმართება ახლო მომავალში. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური კუთხით ძალიან საინტერესო პროექტი. ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას და კონკრეტულად, „სამთავრობო ქალაქის" მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას. ამ პროექტის განხორციელება ორივე კუთხით იქნება ძალიან საინტერესო. ახლა მიმდინარეობს პროექტირება და ამის საფუძველზე უკვე გვექნება დეტალური ხარჯთაღრიცხვა ყველა მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.